"სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, NDI-ს კვლევის შედეგებს ეხმაურება და განცხადებას აკეთებს.
"მადლობას ვუხდი იუსტიციის სახლის ყველა ყოფილ და მოქმედ თანამშრომელს, იუსტიციის სახლის რეფორმაში ჩართულ ყველა პირს! ჩვენ ერთობლივი მუშაობის შედეგად შევქმენით მსოფლიოში უპრეცენდენტო სისტემა, რომელიც საქართველოს რეფორმების სავიზიტო ბარათია უცხოეთში, ხოლო ქვეყნის შიგნით – დღესაც საზოგადოების უდიდესი ნდობით სარგებლობს.
NDI-ს კვლევის შედეგებით იუსტიციის სახლი, სამოქალქო ინსტიტუციებსა და სერვისებს შორის, ყველაზე მაღალრეიტინგულია საზოგადოების ნდობის მხრივ. დღევანდელმა კვლევამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ თუ რეფორმები არის სისტემურად სწორად აწყობილი, მაშინ ხელისუფლებისა და პოლიტიკური ძალების ცვლილების მიუხედავად, ინსტიტუციები მუშაობს გამართულად და მოქალქეებიც კმაყოფილილნი არიან.
სასიამოვნოა, რომ იუსტიციის სახლის რეფორმა უკვე ხორციელდება საქართველოს საზღვრებს გარეთაც. პირველი სახლი – "გოტოვოს" სახელწოდებით კიევში უკვე აშენებულია და წარმატებით ფუნქციონირებს. ჩვენი გუნდი, მსგავს პროექტს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს. ძალიან დიდია ინტერესი აშშ-ს სხვადასხვა ქალაქების მხრიდანაც", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.