გიორგი ვაშაძის გუნდის აშენებული იუსტიციის სახლი უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო საზოგადოებრივ ობიექტად აღიარეს

3,697

გიორგი ვაშაძის გუნდის მიერ აშენებული იუსტიციის სახლი უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში და აზიაში საუკეთესო საზოგადოებრივ ობიექტად აღიარეს. ორგანიზაცია EEA-ს გადაწყვეტილებით, დასახელებული 19  ნომინაციიდან, ერთ-ერთი სწორედ, კიევში ახლაგდახსნილმა მომსახურების ცენტრმ მიიღო.

"გოტოვომ" – პირველი მომხმარებელი, გასული წლის აგვისტოში მიიღო. „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“ უკრაინელ კოლეგებთან ერთად,  იუსტიციის სახლის რეფორმაზე, რამდენიმე თვის განავლობაში მუშაობდა. პირველი მომსახურების ცენტრი, კიევში გავხსენით. განახლებულმა  ცენტრმა მომხმარებლის დიდი სიმპათიები დაიმსახურა. ჩვენ ვარძელებთ პროექტს, რომლის მიხედვითაც, თანამედროვე სტანდარტების იუსტიციის სახლები, კიევის ყველა ქალაქში გაიხსნება. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ „გოტოვოს“ აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში, საუკეთეოს საზოგადოებრივი ობიექტის ტიტული მიენიჭა. ამ რეფორმის წარმატებით, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სახელმწიფო უწყება, შეიძლება იყოს თანამედროვე, მოთხოვნადი და ხალხზე ორინეტირებული", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დაჯილდოვების ცერემონია კიევში ჩატარდა. ღონისძიებაზე დააჯილდოვეს სხვადასხვა კომპანიები 19 ნომინაციაში, მათ შორის გაიცა 8 პროფესიონალური ჯილდო. გამარჯვეული დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეარჩია, რომელიც დაკომპლექტებული იყო ექსპერტებითა და განსხვავებული პროფესიის სპეციალისტებით, სხვადასხვა ქვეყნიდან.

შეგახნესებთ, "ინოვაციებისა და განვიტარების ფონდი" რომლის დამფუძნებელიც გიორგი ვაშაძეა, უკრაინაში ერთდროულად რამდენიმე რეფორმაზე მუშაობს. ამჟამად, დაწყებულია მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს, კიევის სხვადასხვა სოფლებში 3000 ამბულატორიის გახსნას.

Comments
Loading...