ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, თბილისში მიმდინარე კონფერენციის – “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“იგეგმება აჭარაში აეროპორტების განვითარება, იქნება ეს ბათუმი, თუ სხვა ლოკაცია, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, არის რამდენიმე იდეა.
რა თქმა უნდა, არის თბილისზე, მის არეალზეც ლაპარაკი, მაგრამ ეს იქნება თბილისის აეროპორტი, თუ რამე სხვა ლოკაცია, ამაზე საუბარი მიმდინარეობს”, – აღნიშავს ქობულია.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ფოსტის და სატელეკომუნიკაციო სფეროში ევროდირექტივების დანერგვის მნიშვნელობაზე, რაც ხარისხის ინფრასტრუქტურის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას და ეფექტური მომსახურების შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას.