გიორგი ქობულია: კომერციული ორგანიზაციებისთვის გაზის ტარიფი გაძვირდება

90

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"კომერციული ტარიფი კომერციული ორგანიზაციებისთვის გასაკვირია, თუმცა რატომღაც ფასი თბილისში უფრო დაბალია, ვიდრე რეგიონებში. ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ოპერატორმა მცირედით აწია ფასი კომერციული ორგანიზაციებისთვის. არანაირად არ აისახება ეს კერძო მომხმარებელზე. ზოგადად, ჩვენ კომერციულ სექტორს არ ვკარნახობთ, რა ფასი უნდა დააწესონ. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა", – განაცხადა ქობულიამ.

შეგახსენებთ, რომ ყაზტრანსგაზ-თბილისის გადაწყვეტილება ძალაში 16 სექტემბრიდან შევა და გაზის ტარიფი მხოლოდ 15 ათასი კომერციული აბონენტისთვის შეიცვლება და ისინი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80,5-ს გადაიხდიან.

Comments
Loading...