ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, თბილისში მიმდინარე კონფერენციის – “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გიორგი ქობულიას შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტებთან ხარისხის სისტემების დაახლოება მნიშვნელოვანია არა მარტო საექსპორტო პოტენციალის განვითრებისთვის, არამედ პირველ რიგში იმისათვის, მოსახელობამ მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი.
“დღეს ჩვენ ამ დიალოგს ვმართავთ არამხოლოდ იმიტომ, რომ დავუმტკიცოთ ერთმანეთს ჩვენი კეთილი ზრახვები, არამედ იმისთვის, რომ გამოვიმუშაოთ და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები თანამშრომლობასთან დაკავშირებით. თანამშრომლობაში იგულისხმება, რა თქმა უნდა, არამხოლოდ დაფინანსება ინფრასტრუქტურული პროექტების ტრანსპორტის სფეროში, არამედ აგრეთვე ძალიან ინტენსიური ტექნიკური დახმარება, ანუ გაზიარება იმ საუკეთესო პრაქტიკების, რაც ევროკავშირს უკვე გამომუშავებულ აქვს, კერძოდ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში და ამ პრაქტიკების დანერგვა საქართველოში.
აქ საუბარია მრავალ ინიციატივაზე, სახმელეთო, საზღვაო ტრანსპორტირების თვალსაზრისით, რკინიგზის რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით, მრავალი ინიციატივა არის ჩვენი საჰაერო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის განვითარების თვალსაზრისით.
ყველაფერმა ამან, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ საქართველო კიდევ უფრო ინტეგრირებული იყოს ევროკავშირის ბაზარში და ბაზრებთან. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ უნდა გავხდეთ ძლიერი საექსპორტო ქვეყანა. იმისათვის, რომ გავხდეთ ძლიერი საექსპორტო ქვეყანა, ჩვენ გვჭირდება, გვქონდეს ძლიერი ლოგისტიკური სისტემები, რათა საექსპორტო საქონლის ღირებულებაში ტრანსპორტის შემადგენელი გახდეს ძალიან დაბალი. ჩვენ გვჭირდება ეფექტური სატრანსპორტო საშუალება როგორც ზღვაზე, ასევე ხმელეთზე.
ეს არის რთული საკითხები, რომლებიც ერთ წელიწადში არ წყდება, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ დიდ შედეგს და მგონია, რომ ჩვენ უკვე წელს და 2020-ში დავინახავთ ძალიან დიდ შედეგებს ჩვენი ლოგისტიკური სისტემების განვითარებაში”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.