“გლენქორის” აღმასრულებელი დირექტორი შესაძლოა “როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს წევრი გახდეს

572

ინგლისურ-შვეიცარული კომპანია Glencore International-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი აივან გლაზენბერგი და სუვერენული ფონდ Qatar Investment Autority-ის წარმომადგენელი შესაძლოა რუსული „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრები გახდნენ. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

აღნიშნულ ინფორმაციას თავად რუსული კომპანია „როსნეფტიც“ ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „როსნეფტმა“ გლაზენბერგი და Qatar Investment Autority-ის წარმომადგენელი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრების კანდიდატებად წარადგინა. შესაბამისი კენჭისყრა 2017 წლის ივნისის ბოლომდე, ყოველწლიურ შეკრებაზე ჩატარდება.

Comments
Loading...