დილიდან ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრის თანამშრომლები ქალაქში მყოფ ტურისტებს შიდა ქართლში არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ.
დღის განმავლობაში ყველა ტურისტი, რომელიც გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრით მომსახურებით ისარგებლებს, გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობს და დასაჩუქრდება.
ა(ა)იპის დირექტორის მარტა ბიბილაშვილის განცხადებით, ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 15:00 საათზე გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტზე ხატვის აქცია მოეწყობა, რომელშიც ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელები მიიღებენ მონაწილეობას.