გურიელის” ახალი პროექტი – 10 მხატვრული ფოტო და “პრინცი გურიელის” პირველი ფოტოსესია

575

ქართული ბრენდი, "გურიელი"  ახალ პროექტს იწყებს. ფოტოსესიები თითოეული პროდუქტის უკეთ გასაცნობად და საერთო ჯამში 70 დამუშავებული ფოტო – ასეთია პროექტის მიზანი, რომელიც "პრინცი გურიელის" ფოტოსესიით გაიხსნა.

ფოტოების ავტორი, რომელსაც "აიპრესი" წარმოგიდგენთ, დიზაინერი, ფოტოგრაფი, ვიზუალური არტისტი ირმა შარიქაძეა.

როგორც "გურიელის" დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა "აიპრესს" განუცხადა, პროექტის პირველი ნაწილია 10 მხატვრული ფოტო პრინცი გურიელისათვის, მეორე პროექტია 30 ფოტო, სადაც გურიელი კლასიკური და ხილი იქნება ბრენდირებული ჭურჭლით და მესამე პროექტია თვეში 3-4 ფოტო სეზონის მოვლენის მიხედვით, საერთო ჯამში კი 70 დამუშავებული ფოტო იქნება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "გეოპლანტი" ძირითადად მუშაობს „გურიელის“, როგორც ქოლგა ბრენდის განვითარებაზე, რომელიც ასოცირებულია საქართველოსთან და ქართულ ტრადიციებთან, ხარისხთან, ეკოლოგიურ სისუფთავესთან და ამავდროულად სიახლესთან. მომხმარებლის ნდობა და ლოიალურობა ამ ბრენდის მიმართ მაღალია. 

შ.პ.ს. „გეოპლანტი“1996 წელს დაარსდა და წარმოადგენს საქართველოს უმსხვილეს ჩაის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც ფლობს საკუთარ ჩაის პლანტაციებს (საერთო ფართობით 1 095 ჰექტარი)  დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში, და სამ პირველადი გადამუშავების ფაბრიკას ოზურგეთში, ზუგდიდსა და კულიშკარში.

Comments
Loading...