“გაზპრომ ექსპორტთან მოლაპარაკებები სცილდება ენერგეტიკის ჩარჩოებს და საჭიროებს ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში განხილვას და მოქმედებას სამთავრობო დონეზე; საგარეო ურთიერთობების სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს და სხვა სამსახურების თანამონაწილეობას; ასევე პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას – რაც არ განხორციელებულა”, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა World Experience for Georgia-სთან აცხადებს.
“აუცილებელია მოლაპარაკებების მეთოდური, საექსპერტო და პოლიტიკური მომზადება, გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ჩართულობა, რაც რისკების შემცირების და ქვეყნის ინტერესების უკეთ დაეცვის საშუალებას შექმნის
გაზის ბაზარში არსებული გაუმჭვირვალე არაკონკურენტული გარემო ეწინააღმდეგება ქვეყნის და მომხმარებლების ინტერესებს. საჭიროა მეტი დივერსიფიცირება და გაზის ბაზრის რეფორმა, გამჭვირვალე რეგულირების და ჯანსაღი კონკურენციის დანერგვა.
დასამუშავებელია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს დარგის განვითარებას და სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება მისი მესვერურებისათვის. ენერგეტიკის მართვის არსებული გაუმჭვირვალე პრაქტიკა არ იძლევა ქვეყნის და მომხმარებლების ინტერესების სრულფასოვანი დაცვის შესაძლებლობას და უნდა სასწრაფოდ შეიცვალოს რეფორმების გატარებით”, – განმარტავს დავით მირცხულავა WEG-თან.