დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

399

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერსა და აღნიშნული ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა, რომელიც სომხეთის ქალაქ დილიჟანში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების  ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. 

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე მსოფლიო ბანკის შესაძლებლობები, მომავალში მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას ორივე მიმართულებით. 

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა 2017-2020 წლების ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელიც საქართველომ მსოფლიო ბანკთან უახლოეს მომავალში უნდა გააფორმოს. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

Comments
Loading...