დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის იანვარში 38.2%-ით გაიზარდა

281

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარში 305.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვართან შედარებით 38.2 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 80.8 მლნ. აშშ დოლარი (23.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (44.4 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 37.4 პროცენტი იყო. მათ შორის ექსპორტში 36.3 პროცენტი და იმპორტში 37.8 პროცენტი (2017 წლის იანვარში შესაბამისად 32.5. 37.0 და 30.9 პროცენტი). 2018 წლის იანვარში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 38.7 პროცენტი (2017 წლის იანვარში 27.6 პროცენტი).

2018 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (112.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (94.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (91.1 მლნ. აშშ დოლარი).

2018 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 34.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.3 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 27.3 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.3 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 15.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7.0 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 57.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირების სასაქონლო ჯგუფი 48.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8.2 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 29.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.0 პროცენტი).

Comments
Loading...