დღეს “საქართველოს რკინიგზასა” და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება

398

დღეს, 28 თებერვალს, ოლიმპიურ სასახლეში (მის: უნივერსიტეტის ქ.15ა), 15:30 საათზე "საქართველოს რკინიგზასა" და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, ხოლო „საქართველოს რკინიგზიდან“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე მოაწერენ ხელს.

Comments
Loading...