ევროკავშირმა, მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში, უკრაინას 600 მილიონი ევრო გამოუყო

580

ევროკავშირმა, მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში, უკრაინას მეორე ტრანში გადაურიცხა, რომლის მოცულობაც 600 მილიონ ევროს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ თავის ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტი პეტრ პოროშენკო წერს.

მისი თქმით, თანხა უკრაინის ეკონომიკის რეფორმირებისა და სტაბილიზაციისათვის იქნა გამოყოფილი.

3 აპრილს პოროშენკომ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ უკრაინისთვის მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ტრანშის გადარიცხვის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მან ამ გადაწყვეტილებას უკრაინული რეფორმების აღიარება უწოდა. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის დახმარების მიზნით გამოყოფილი თანხის საერთო მოცულობა დაახლოებით 8,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ფონდის განცხადებით, უკრაინის ეკონომიკაში აღდგენის სურვილის ნიშნებს ხედავენ.

Comments
Loading...