ევროკომისიამ საბერძნეთს, მიგრანტების მიღებისთვის, 40 მილიონი ევრო გამოუყო

83

ევროკომისიამ, საბერძნეთს, მიგრანტების უკეთესი პირობებში მიღებისთვის 40 მილიონი ევრო გამოუყო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკომისიამ, მიგრანტების სასწრაფო მხარდაჭერის ფონდის ფარგლებში, მათ უკეთეს პირობებში მიღებისთვის, დამატებით 37,5 მილიონი ევრო გამოყო.

ცნობილია, რომ აღნიშნული თანხიდან, საბერძნეთის ხელისუფლება 31,1 მილიონ ევროს, მიგრანტებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით მიიღებს, რაც ჯანდაცვის, ტრანსპორტირებისა და კვების სფეროებს მოიცავს. რესურსი აგრეთვე მოხმარდება მათი განთავსებისთვის დამატებითი ადგილების გამოყოფას.

დანარჩენი თანხა კი, რომელიც International Organisation for Migration-მა გამოყო, მიგრანტების მიღების პირობების გაუმჯობესების მიზნით დაიხარჯება.

Comments
Loading...