ევროპელმა პოლიტიკოსებმა აშშ-სგან დამოუკიდებელი საგადასახადო სისტემის შექმნაზე დაიწყეს საუბარი. ინიციატივის მიზანი აშშ-ის სანქციებისგან ევროკავშირის ბიზნესის დაცვაა, მათ შორის რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ.
გერმანიისა და საფრანგეთის პოლიტიკოსებმა უკვე დაიწყეს აშშ-სგან დამოუკიდებელი საგადასახადო სისტემის შექმნაზე ფიქრი. ამ ნაბიჯით, ევროკავშირი დაიცავს საკუთრ ბიზნესს ამერიკის სანქციებისგან, პირველ რიგში ირანის წინააღმდეგ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
პირველად ამ ინიციატივის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა, საკუთარ სტატიაში, გაზეთ Handelsblatt-ში დაწერა. სტატიაში მან განაცხადა, რომ ევროპამ აშშ-ს არ უნდა მისცეს უფლება, მასთან შეუთანხმებლად, ან მათ ხარჯზე რაიმე მოიმოქმედოს.
"ჩვენ უნდა გავამყაროთ ევროპული ავტონომია აშშ-სგან დამოუკიდებელი საგადასახადო სისტემის შექმნის ხარჯზე… ევროპამ სავაჭრო, ეკონომიკურ და საფინანსო პოლიტიკაში საკუთრი დამოუკიდებლობა უნდა გაამყაროს."-აცხადებს მინისტრი.
საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის თქმით, საფრანგეთმა და გერმანიამ მტკიცედ გადაწყვიტეს ფრანგულ-გერმანული საფინანსო სისტემის შექმნა, რომელიც აშშ-ის სანქციებისგან დაიცავდა მათ.
"მინდა, რომ ევროპა სუვერენული კონტინენტი იყოს და არა ვასალი. ამისთვის კი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი საფინანსო სისტემაა საჭირო, რომელიც დღეს არ არსებობს"- აცხადებს მინისტრი.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტში ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკები იქნება ჩართული.
სისტემა, რომელზეც ახლა ევროპელი პოლიტიკოსები ალაპარაკდნენ, ირანში არსებული წამყვანი ბიზნესკომპანიების დაცვისკენაა მიმართული. ზოგიერთმა მათგანმა უკვე დააანონსა მუშაობის შეჩერება.