2018 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ევროპულ ბირჟებზე განხორციელებულმა პირველადმა საჯარო შეთავაზებებმა (IPO), მიახლოებით 37 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
2017 წლის იანვარი-სექტემბრის ანალოგიური მონაცემებით კი, აღნიშნულმა თანხამ 44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
2018 წელს, საკუთარი IPO-ს (Initial Public Offering – პირველადი საჯარო შეთავაზება) საუკეთესო მაჩვენებელი ევროპულ ბირჟებზე ტექნოლოგიურმა კომპანიებმა დადეს. დეველოპერებისთვის და ფინანსური კომპანიებისთვის კი წელს საუკეთესო სიტუაცია ნამდვილად არ არის. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
სააგენტოს ექსპერტების მოსაზრებით, მთლიანობაში, არც ევროპული საფონდო ბაზრებია კარგ დღეში.
Bloomberg-ის ექსპერტები აგრეთვე არ გამორიცხავენ, რომ 2019 წელმა ინვესტორებს შესაძლოა ახალი, უსიამოვნო სიურპრიზები მოუტანოს. მათი ვარაუდებით, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალი, ვინმესთვის შესაძლოა ბირჟაზე გასვლის ბოლო შესაძლებლობა იყოს.