ეთერ თათარაიძე: შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საკმაოდ დიდი წამოწყებაა

344
შავი ზღვის  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად შავიზღვისპირეთში ჩატარდება. ფესტივალი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყნის ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს გააერთიანებს. კონცერტები დაგეგმილია 31 აგვისტოს ბათუმში და 1 სექტემბერს ურეკში, დასკვნითი გალა ღონისძიება კი, 2 სექტემბერს შეკვეთილის დიდ საკონცერტო დარბაზში, "Black Sea Arena"-ზე გაიმართება.
 
ფესტივალმა სტარტი შარშან აიღო. 24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე და 9000-მდე მაყურებელი "ბლექ სი არენაზე" – ეს ის შედეგია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მიზანს, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციული გამხდარიყო.
 
ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი კონცერტი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, რასაც განაპირობებს დროულად დაწყებული მზადების პროცესი და რეჟისურა, მონაწილე ქვეყნებისა და პროგრამის მრავალფეროვნება.
 
გალა კონცერტზე ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან, რომლებიც სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალის გალა კონცერტზე, 2 სექტემბერს წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. მათ შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. ყველაფერ ამას კი, რა თქმა უნდა, ქართველი შემსრულებლები მრავალხმიანობითა და ცეცხლოვანი ცეკვებით შეაზავებენ.
 
ფესტივალის მნიშვნელობაზე, ქართული ფოლკლორის ხელშეწყობასა და მის პოპულარიზაციაზე საუბრობენ ფოლკლორისტები, მსახიობები, რეჟისორები, პოეტები და უბრალოდ ფოლკლორის მოყვარულები.
 
"საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ფოლკლორით ცოცხლობს, არსებობს და სუნთქავს. ქართულ ფოლკლორს მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი  ნიშა აქვს დამკვიდრებული. მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორი  ქართველი ერის შემოქმედებითი გენის ნაყოფია, რომელიც არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის კუთვნილებაა.
 
საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები, ამიტომაც ის გამორჩეული და შთამბეჭდავია. შესაბამისად, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ სხვების კულტურას და ფოლკლორს ვეცნობით, ამავდროულად ჩვენსას უფრო ახლოს და უფრო მასშტაბურად ვაცნობთ. ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. საკმაოდ დიდი წამოწყებაა და მივესალმები, და მე მივდივარ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე", –  ქართული ფოლკლორის უნიკალურობასა და შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელობაზე პოეტი და ფოლკლორისტი  ეთერ თათარაიძე.
 
შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდება. ღონისძიება Black Sea Arena-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, Check in Georgia- ფარგლებში გაიმართება. გალა კონცერტზე ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან, რომლებიც სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალის გალა კონცერტზე, 2 სექტემბერს წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.  მათ შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. ყველაფერ ამას კი, რა თქმა უნდა, ქართველი შემსრულებლები მრავალხმიანობითა და ცეცხლოვანი ცეკვებით შეაზავებენ.
Comments
Loading...