ეკატერინე ქარდავა: “საქართველოს შრომის კოდექსში” ცვლილებებია შესატანი

513

ასოციაციამ "ევროპის დროით" მიმდინარე წლის 7 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართა საკანონმდებლო წინადადებებით "საქართველოს შრომის კოდექსში" ცვლილებების შეტანის თაობაზე. ამის შესახებ განცხადებას, ასოციაციის თავმჯდომარე, ეკატერინე ქარდავა ავრცელებს.

"შრომის უფლებების სფეროა ის საძირკველი, რითიც იქმნება ადამიანის ცხოვრების სახე. შრომის უფლებები დაცვის სტანდარტი არის ინდიკატორი ადამიანის სხვა უფლებების რეალიზების. ეს საკითხი ყოველთვის იყოს საქართველოში საზოგადოების ბიპოლარიზების საფუძველი და სოციალური დაძაბულობის მიზეზი. ხელისუფლება ცდილობს დაიცვას ბალანსი, რაც ბუნებრივია. ჩვენ მივმართეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს საკანონმდებლო ინიციატივით. პირველი განხივლა 24 აპრილისთვისაა ჩანიშნული", – განაცხადა ეკატერინე ქარდავამ.

მისივე თქმით, პროექტი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭრით ხორცილედება და მოითხოვს  საქართველოს შრომის კოდექსში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, როგორიცაა:

1. დაწესდეს მინიმუმ ერთი უქმე დღე და დასაქმებულს ჰქონდეს ვალდებულება კვირის განმავლობაში 24 საათით მაინც დაისვენოს. (მოგეხსენებათ, დღევანდელი  შრომის კოდექსით კვირის  7-ვე დღე  სამუშაო დღეებად არის განსაზღვრული);

2. შრომის კოდექსში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც გააძლიერებს ორსული ქალების დაცვის სტანდარტს, კერძოდ: საჯარო სამსახურში ორსული ქალის მიერ სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება სამუშაო დროის განმავლობაში ითვლება საპატიოდ და ანაზღაურებადია. ასეთი დაცვის მექანიზმით ვერ სარგებლობენ ორსული ქალები კერძო შრომით ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, შრომის კოდექსში უნდა გაჩნდეს იდენტური ნორმა, რათა თანაბრად დავიცვათ კერძო და საჯარო სტრუქტურებში მომუშავე ორსული ქალების ინტერესები;

3. ევროპის სოციალური ქარტია და ასოცირების შეთანხმება ითხოვს დასაქმებულმა ისარგებლობს მინიმუმ 4 კვირის ანაზღაურებადი შვებულებით, რაც შეადგენს 28 კალენდარულ დღეს. შრომის კოდექსის თანახმად კი დასაქმებულს ეძლევა 24 სამუშაო დღის ანაზღუარება. საკანონდებლო წინადადების თანახმად, დასაქმებულმა, შვებულებისას უნდა მიიღოს 28 დღის ანაზღაურება ნაცვლად 24-ისა;

4. საკანონმდბელო წინადადების თანახმად: 

ა) დამსაქმებელს ექნება ვალდებულება წერილობითი კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით დასაქმებულს აცნობოს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შესახებ;

ბ) შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა დასაშვები გახდება მხოლოდ მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებით.

ეკატერინე ქარდავას განცახდებით,   საკანონმდბელო წინადადებები, აგრეთვე, გადაეგზავნა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას, იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, ILO-ს ექსპერტებსა და  არასამთავრობო ორგანიზაციებს.

Comments
Loading...