საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, ზამთრის თვეებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გაზრდილ გადასახადებთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ განცხადებას სემეკი ვრცელებს.
"კომისია მიმართავს მოქალაქეებს და მოუწოდებს, რომ გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით მიმართონ შესაბამის გამანაწილებელ კომპანიას ან განცხადებით მომართონ კომისიას და კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. ასევე, მოქალაქეებს კომისიაში კონსულტაციების გავლა შეუძლიათ ქოლ ცენტრის საშუალებითაც ნომერზე – 16 216. კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის მოქალაქეთა განცხადებებს და იმ შემთხვევაში თუ მოკვლევის შედეგად დადასტურდება ზედმეტი დარიცხვა, მოქალაქეებს თანხა ჩამოეწერებათ.
კომისია აქვე განმარტავს, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები არ გაზრდილა", – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.