ერთი წლის განმავლობაში ზეთი 92%-ით გაძვირდა

14

საქართველოში ზეთი, როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაძვირებულია. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს განახლებულ ინფლაციის მიმოხილვაში.

“საქსტატის” მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში მზესუმზირის ზეთი 92%-ით გაძვირდა, შაქარი 35%-ით, ხოლო პური 13%-ით.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (48%), ბოსტნეული და ბაღჩეული (35.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1%), რძე, ყველი და კვერცხი (15.4%), პური და პურპროდუქტები (12.4%), თევზეული (11.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი).

ცნობისთვის, ზეთის საერთაშორისო ფასი 8%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოში ზეთი და ცხიმი გაძვირდა როგორც 2021 წლის მარტში, თებერვალში, იანვარშიც და 2020 წლის დეკემბერშიც.

საქართელოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში ივლისის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. 2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა.

Comments
Loading...