ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტებად არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია დაინიშნენ

497

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებად არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია დაინიშნენ, – აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

“2016 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა 7 წლის ვადით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად არჩილ მესტვირიშვილი, მურთაზ კიკორია და რობერტ სინგლეტარი აირჩია.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტებს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...