2017 წლის 27-29 აპრილს გამოფენების ცენტრი "ექსპო ჯორჯია" მე-19 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს. არსებობის 58 წლიანი ისტორიის მანძილზე, თითქმის ორი ათეული წელია, ცენტრი საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ტრადიციულად, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მხარს უჭერს გამოფენას. ადმინისტრაცია სტენდით იქნება წარმოდგენილი, სადაც საქართველოს სხავდასხვა რეგიონების, ტურისტული მიამრთულებების პოპულარიზაცია მოხდება. ჩატარდება პრეზენტაცია საქართველოს შესახებ. მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, უკვე მესამედ, ტურისტული ფასდაკლების ფესტივალი ჩატარდება.
დამთვალიერებლები, კვალიფიციური კონსულტანტების დახმარებით, დასვენებისა და მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვას შეძლებენ. გამოფენის და ტურისტული ფესტივალის მონაწილეები იქნებიან: საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტული სააგენტოები, ავია სააგენტოები და სატრანსპორტო კომპანიები, სასტუმროები და სანატორიუმები, ტურ-ოპერატორები, ტურისტული და სამოგზაურო ინვენტარის კომპანიები, ბიზნეს, სათავგადასავლო და ეკო ტურისტული და საკონსულტაციო კომპანიები. 2016 წელს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას 9 ქვეყნის 3 527 ვიზიტორი ჰყავდა. მონაწილეთა 92% ვიზიტორთა კვალიფიკაციას დადებითად გამოეხმაურა, ხოლო 84%-მა 2017 წლსი გამოფენაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ორგანიზატორი:საგამოფენოცენტრი "ექსპოჯორჯია" მხარდამჭერები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, Welcome To Georgia! National Tourism Awards.