ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი მიმდინარეობს

17

ვაკის რაიონის გამგეობა გზების მოწესრიგებას განაგრძობს. ამ დროისთვის, ჭილაიას, კაპანელის და ასათიანის ქუჩებზე საგზაო პროექტი დასრულდა. ტერიტორიაზე, სადაც გრუნტის გზა იყო, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. სამუშაოები, დაახლოებით, 5 500 კვ. მ ფართობს მოიცავს.

პროექტის ღირებულება კი, დაახლოებით, 830 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ფალიაშვილის N41-ის ეზოში განხორციელდა. სამუშაოების შედეგად განახლდა 400 კვ.მ-მდე ფართობის ტერიტორია, დაიგო ასფალტის ახალი საფარი. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 27 000 ლარია გამოყოფილი.

გეგმის თანახმად, გზის საფარი განახლდა ბაგებშიც, სიკო დოლიძის ქუჩაზე. დაზიანებული საფარის დემონტაჟის შედეგად, აღნიშნულ მისამართზე გზის საფუძველი და ბორდიური მოეწყო. ასფალტის საფარი 1500 კვ. მ ფართობზე დაიგო, რაზეც 100 000 ლარი გამოიყო.

აღნიშნული საგზაო სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრიმ“ შეასრულა.

Comments
Loading...