ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

28

ვაკის რაიონის სხვადასხვა მისამართზე დასასვენებელი, სპორტული და გამწვანებული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. მათ შორის, სპორტული მოედნის და სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები ყაზბეგის N47-49-ის მიმდებარედ ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა. ეწყობა ბილიკები, ბავშვთა-გასართობი ზონა სხვადასხვა ატრაქციონით, დამონტაჟდება საპარკე ინფრასტრუქტურა, დაირგვება მცენარეები.

დასასვენებელი სივრცე, დაახლოებით, 3000 კვ. მ ფართობს მოიცავს.

გარდა ამისა, სრულად ახალი კეთილმოწყობილი სივრცე ექნებათ წყნეთის გზატკეცილის N49ბ-ს მცხოვრებლებს. ტერიტორიაზე სკვერი და სპორტული მოედანი ეწყობა.

ბავშვთა გასართობი, დასასვენებელი ზონები და სტადიონი აქ 1 200 კვ. მ ფართობზე მოეწყობა.

პირველი ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

სამუშაოებს, ვაკის გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითი“ აწარმოებს.

Comments
Loading...