ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

16

ვაკის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. მათ შორის, ნადირაძის ქუჩის N18-ის მიმდებარედ, უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი ბეტონის კედლის მოწყობის პროექტია. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კედლის სიგრძე 46 მეტრს, ხოლო სიმაღლე – 6.2 მეტრს შეადგენს.

სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ნიუჰაუსი“ აწარმოებს.

კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

გარდა ამისა, ნუცუბიძის III მ/რ-ის III კვარტლის N10 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო.

კიბე მოპირკეთდა, მოეწყო მოაჯირები და განათების ქსელი. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილება უფრო მარტივი და კომფორტული გახდა.

Comments
Loading...