ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მ/რ-ში სამი კორპუსის წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

11

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N1, 2, 3 კორპუსების ტერიტორიაზე წყალარინების შიდა ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშ სრულად გამოიცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი, ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნული პროექტის ღირებულება 81 500 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ოკრიბა“ განახორციელებს.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად შეხვდა.

სარეაბილიტაციო პროექტები ამხანაგობის მომართვის საფუძველზე ფინანსდება. წესის მიხედვით, წყალარინების მოწესრიგების სამუშაოების ღირებულების 5 % ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.

ამხანაგობა ვალდებულია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.

Comments
Loading...