ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

30

ვაკის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ დროისთვის, გზების განახლების სამუშაოები რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, დოლიძის და ჭილაიას ქუჩებზე, ასევე, მოსაშვილის ქუჩაზე გზის მონაკვეთი განახლდა. კერძოდ, გზის საფარი ჭავჭავაძის N72-74-ის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსაშვილის ქუჩაზე ჩასასვლელ მონაკვეთზე რეაბილიტირდა. სამუშაოების შედეგად, 700-მდე კვ. მ ფართობის ტერიტორია განახლდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 32 000 ლარი გამოიყო.

რაც შეეხება ჭილაიას, ასათიანის და კაპანელის ქუჩებს, აქ მიმდინარე საგზაო პროექტი დასრულების ეტაპზეა. ტერიტორიაზე, სადაც გრუნტის გზის გარდა, არასდროს ყოფილა ასფალტი, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ასფალტის საფარი იგება. სამუშაოები, ჯამში, 5500-მდე კვ. მ ფართობს მოიცავს, პროექტის ღირებულება კი, დაახლოებით, 830 000 ლარს შეადგენს.

ასფალტის ახალი საფარი, ასევე, ბაგებში, სიკო დოლიძის ქუჩაზე ეწყობა. სამუშაოების შედეგად, 1 500 კვ. მ ფართობის ტერიტორია მოწესრიგდება. აღნიშნული პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 100 000 ლარს შეადგენს.

საგზაო სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.

Comments
Loading...