საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნულ მიმართულებაზე გამოყოფილი ბიუჯეტის გათვალისწინებით, რაიონის სხვადასხვა მისამართზე გზის საფარი წესრიგდება. მათ შორის, ეზოების განახლების სამუშაოები მუხაძის N26-სა და N30-ში ხორციელდება.
შიდაკვარტალური გზის განახლების პროცესი მიმდინარეობს, ასევე, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N5 კორპუსის მიმდებარედ და ნადირაძის ქუჩაზე, ქავთარაძის N33-ის ტერიტორიაზე კი, შიდა ეზო უკვე მოწესრიგდა. გარდა ამისა, ნუცუბიძის III მიკრორაიონში, ჩხიკვაძის ქუჩაზე ტროტუარები განახლდა.
სულ, მიმდინარე წელს ვაკის რაიონში გზები 142 მისამართზე – 58 200 კვ. მ ფართობზე რეაბილიტირდა.