ვაკის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

22

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება.

ამ დროისთვის, სპორტული მოედნების მოწყობა და რეაბილირტაცია ნუცუბიძის II მ/რ-ის, III კვარტლის N5-ში, თავხელიძის N1-ში, ასევე, ჭავჭავაძის N83-ისა და წყნეთის გზატკეცილის N49ბ-ს ტერიტორიებზე აქტიურად ხორციელდება. არსებული სტადიონების განახლების და ახალი მოედნების მოწყობის პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ხოეციელედება.

სამუშაოებისას, ტერიტორიებზე თანამედროვე სტანდარტების სტადიონები ეწყობა, დამონტაჟდა განათება და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. იცვლება სტადიონების საფუძველი, მონტაჟდება ღობეები, კარები, ფარები და რბილი საფარი.

Comments
Loading...