ვაკის რაიონში სპორტული მოედნები ეწყობა

16

ვაკის რაიონის გამგეობა ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის ხელშეწყობას განაგრძობს.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, სტადიონის განახლება დასრულდა ყაზბეგის გამზირის N47-49-სა და წყნეთში, ამილახვრის N23-ში, ხოლო წყნეთის გზატკეცილის N49ბ-ში შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

სპორტული მოედნები თანამედროვე სტანდარტებისაა და აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

გამგეობის ბიუჯეტის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს სპორტული მოედნების მოწყობა კიდევ რამდენიმე მისამართზეა დაგეგმილი.

Comments
Loading...