ვაჟა მენაბდე: ლიბერთის საპროცენტო განაკვეთები აბოსლუტურად გამჭვივირვალეა, ყოველგვარი ფარული ხარჯების გარეშე

32

,,არანაირი საპენსიო სესხი აღარ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი – საბაზროზე დაბალი პროცენტით და აბსოლუტურად გამჭვირვალე განაკვეთით“ – გადაცემა ,,ბიზნეს კურიერის“ ინტერვიუ „ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორ ვაჟა მენაბდესთან.

საქართველოში ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ დღემდე არ იცის, რისგან შედგება სესხის საპროცენტო განაკვეთი, დაბალია ფინანსური განათლების დონეც.

ამ ნოყიერ ნიადაგს კი ხშირად იყენებენ პოლიტიკოსები და პოპულისტური დაპირებებით ხან პროცენტის შემცირებას ჰპირდებიან ამომრჩევლებს და ხან პრობლემური სესხების საკითხის მოგვარებას.

არცერთი დაპირება ჯერ არ შესრულებულა.

ამ ინტერვიუთი კიდევ ერთხელ მოვფინეთ ნათელი ე.წ. საპენსიო სესხების საკითხს, რომელიც ბოლო დღეებში პოლიტიკოსებისთვის საყვარელ თემად იქცა.

– პირველ რიგში, მინდა ავუხსნათ ჩვენს მსმენელებს, რატომ არის ხოლმე სესხის პროცენტი ისეთი, როგორიც არის და კონკრეტულად „ლიბერთი ბანკის“ სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში ხანდაზმული ადამიანებისთვის რატომ გამოდის ისეთი, როგორიც არის…

-არანაირი საპენსიო სესხი აღარ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი, რომელიც ეროვნული ბანკის ყველა რეგულაციას ექვემდებარება და ყველა წესის დაცვით გადის, როგორც სხვა სამომხმარებლო სესხი. ეს არის ჩვეულებრივ შემოსავლების საფუძველზე გაცემული სესხი.

რაც შეეხება ფასწარმოქმნას, როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტის შემთხვევაში, აქაც რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს.
რესურსის ღირებულება, რასაც ბანკები თავის მხრივ სესხულობენ დეპოზიტებისა და უცხოური ვალუტის მოზიდვის სახით.
შემდეგ ეს არის რისკის ფასი, რამდენია დანაკარგი ასეთ პორტფელზე, შემდეგია დისტრიბუციის ხარჯი, ამ ყველაფერს ხომ მომსახურება სჭირდება ხელფასების სახით.

აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რაც უფრო მცირე ზომის არის სესხი, მით უფრო დიდია მისი დისტრიბუციის ფასი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საშუალო სესხის თანხა ამ ტიპის კრედიტებზე, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობთ, 1000 ლარის ფარგლებშია, იშვიათი გამონაკლისების გარდა. შესაბამისად დროის დანახარჯი, ან სხვა ტიპის დანახარჯი იგივეა საჭირო, რაც 20 ათასიანი ლარის სესხის გაცემაზე.

ანუ 1000 ლარიანი სესხის გაცემა ჯდება იგივე, რაც 20 ათას ლარიანი სესხის გაცემა.

რაც შეეხება იმაზე საუბარს, მაღალი ფასია, თუ დაბალი, აქ მთავარი კითხვაა, ბაზართან გაცილებით დიდია, თუ მიახლოებულია. ანუ საბაზრო ფასთან მიახლოებულია თუ არა. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ფასები არათუ საბაზრო, არამედ ამ ტიპისა და მოცულობის თანხებში, საბაზროზე დაბალია.

-ბოლო პერიოდში პოლიტიკოსებმა ახსენეს დივერსიფიცირება და სხვადასხვა ბანკში სესხის აღების შესაძლებლობა… არ მინდა, ჩვენს მსმენელებსა და მკითხველს შეექმნათ არასწორი წარმოდგენა, თითქოს სხვა ბანკში მივლენ და პენსიონერს ვინმე უფრო დაბალ პროცენტში მისცემს სამომხმარებლო სესხს.

-ამაზე კითხვა მაქვს ასეთი, დღეს რა ფასში გაიცემა სხვა ბანკებში 1000 ლარიანი სამომხმარებლო სესხი?

და მე ამაზე პასუხიც მაქვს – ეს პროცენტია იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი საპროცენტო განაკვეთები.

ეფექტური განაკვეთი 40%-ზე მაღალია ხშირ შემთხვევაში და მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს ნომინალურმა საპროცენტო განაკვეთმა.

Comments
Loading...