ვაჟა-ფშაველას II კვარტალში ფარეხების ნაცვლად, დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

17

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას II კვარტალში ფარეხების ნაცვლად, დასასვენებელი სივრცეები ეწყობა. კერძოდ, სკვერები N14 და N19 კორპუსების მიმდებარედ მოეწყობა.

პროექტების პირველ ეტაპზე, ტერიტორიებზე არსებული ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა. შემდეგ, N14 კორპუსთან, დაახლოებით, 1155 კვ. მ ფართობზე დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. განთავსდა საბავშვო-გასართობი ზონა, მოეწყო ბილიკი, რომელიც ფილებით მოპირკეთდა, დამონტაჟდა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, ირგვება მცენარეები.

N19 კორპუსის მიმდებარედ კი, ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით და ინიციატივით, 17 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ტერიტორიის ნაწილზე სკვერი ეწყობა, ნაწილზე კი, ადგილობრივების სურვილით, – ავტოსადგომი იქნება.

ტერიტორიაზე უკვე მოეწყო კალათბურთის მინი სტადიონი, სავალი ბილიკი მოპირკეთდა ფილებით, დამონტაჟდა განათება, მოეწყო ღობე.

Comments
Loading...