„ჩინური სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Huawei არ არის აშშ-სა და ჩინეთს შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების ნაწილი.“ – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელმა სავაჭრო საკითხებში რობერტ ლაიტჰაიზერმა განაცხადა.
„ამ შეთანხმებაში ჩვენ არ შევხებივართ კონკრეტულად Huawei-ს, იგი შეთანხმების ნაწილი არ გახლავთ. ეს ცალკე პროცესია“, – განუცხადა მან The New York Times-ს.
აქამდე The New York Times-ი, წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, ამერიკული კომპანიებისთვის აპირებდა მიეცა ლიცენზია, რომლის წყალობითაც ისინი Huawei-ს საქონლის შეძენას შეძლებდნენ. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნებართვა შეეხება იმ საქონელს, რომელიც რომელიც არ არის დაკავშირებული ეროვნულ უსაფრთხოებასთან.
მაისში, აშშ-ში, ჩინური გიგანტი კომპანია Huawei-ს წინააღმდეგ სანქციები დააწესე და იგი ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს. ვაშინგტონის მოსაზრებით, 5G აღჭურვილობა, რომლის მიმწოდებელიც ჩინეთია, ჯაშუშობით არის დაკავებული.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან და ვალუტასთან. მისი თქმით, ჩინეთთან შეთანხმებას ხელი 5 კვირის განმავლობაში მოეწერება. ვაშინგტონმა აგრეთვე გადაწყვიტა, რომ ჩინურ პროდუქციაზე დაწესებული გადასახადები არ გაზარდოს 250 მილიარდ აშშ დოლარამდე.