ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ტრიატლონში საერთაშორისო სპორტული ღონისძიება პირველად გაიმართება

359

თბილისის თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ფედერაციის ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით 5 აგვისტოს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სპორტული ღონისძიება Tbilisi Triathlon Challenge 2017.  აღნიშნული შეჯიბრი აერთიანებს სპორტის სამ სახეობას ცურვას, ველოსპორტს და სირბილს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

საქართველოში მსგავსი მასშტაბის შეჯიბრი პირველად იმართება და მასში  საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან  150 -მდე სპორტსმენი მონაწილეობს. პროფესიონალების გარდა შეჯიბრში მონაწილეობას  მოყვარული სპორტსმენებიც იღებენ. ღონისძიება დილის 7 საათზე დაიწყება.

Comments
Loading...