ვითიბი ბანკის საზაფხულო აქცია სამომხმარებლო სესხებზე გაგრძელდა

93

ვითიბი ბანკმა სამომხარებლო სესხების აქცია 15 აგვისტომდე გააგრძელა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში შესაძლებელია 45 000-ლარამდე სესხის აღება 5-წლამდე ვადით. პირობების თანახმად სესხის გადახდის დაწყება სამი თვის შემდეგ არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან 13,9%-მდე მერყეობს (ეფექტური   საპროცენტო განაკვეთი 16,4%-დან – 17%-მდე). საზაფხულო აქციის დროს, შესაძლებელია მიმდინარე სესხების გაერთიანება და შენატანის მნიშვნელოვნად შემცირება.

აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხი გაიცემა ნებისმიერი მიზნობრიობით და უზრუნველყოფის გარეშე.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

Comments
Loading...