ვითიბი ბანკი საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს

101

ვითიბი ბანკი საკრედიტო ბარათზე – VTB Credit Card-ზე აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც განაღდების საკომისიო ვითიბისა და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში 1%-ია (ეფექტური 8.71%-დან). ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

საკრედიტო ბარათის საშეღავათო პერიოდი 55 დღეა, მის მთავარ უპირატსობას დაბალი საპროცენტო განაკვეთი და გადახდის მოქნილი პირობები წარმოადგენს. აქცია სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.

VTB Credit Card-ით სარგებლობა შეუძლიათ, 23-65 წლამდე პირებს. საკრედიტო ბართის აღება, ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

Comments
Loading...