ვინ სარგებლობს დაზღვევით საქართველოში?

195

მიმდინარე წელს მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციამ ACT-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი სადაზღვევო კომპანიების ცნობადობისა და ნდობის პარამეტრების შესწავლა იყო.

დაზღვევის მომხმარებელთა დემოგრაფიული გადანაწლიება შემდეგნაირად გამოიყურება: გამოკითხულთა შორის დაზღვეულთა შორის ნახევარზე მეტი (53%) ქალია, ხოლო საშუალო ასაკი ორივე სქესისთვის, 25-დან 34 წელია (35%). ამ ასაკობრივი ჯგუფის დაზღვევის მომხმარებელი ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობს. რაც შეეხება რესპონდენტთა სამუშაო სტატუსს , გამოკითხულთა უმრავლესობა – 60% დაქირავებული მუშაკია , რომელთა 78%-იც სარგებლობს კერძო დაზღვევით. რაც განპირობებულია იმით, რომ დაქირავებულ მუშაკთა უმრავლესობა კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებელია. მაშინ, როცა თვითდასაქმებულთა მხოლოდ 12% სარგებლობს ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევით.

 

კვლევის არეალი მოიცავდა თბილისს და მასში პირდაპირი ინტერვიუს წესით 25-65 წლამდე მოქალაქეები შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხნენ. გამოიკითხნენ   როგორც დაზღვევით მოსარგებლე, ისე არამოსარგებლე პირები.

 

Comments
Loading...