ზაზა გაბუნია: ჩვენი ფრონტის ხაზი გადის სიღარიბესთან და სოციალურ გამოწვევებთან ბრძოლაში!

87

"მე უფრო ახლოდან ვუყურებ პროცესებს, ვიდრე თუნდაც ჟურნალისტები, და ნამდვილად არ არის მართებული იმის თქმა, რომ გუნდში განხეთქილებაა" – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაზა გაბუნიამ "ტვ პირველთან".

"გუნდში მშვიდობიანი სამუშაო გარემოა და ფრონტის ხაზი არ არსებობს. ჩვენი ფრონტის ხაზი გადის სიღარიბესთან, ეკონომიკურ პრობლემებთან და სოციალურ გამოწვევებთან ბრძოლაში, ამ პრობლემების დაძლევისთვის გვაქვს ხალხის ნდობა და მანდატი და არ იქნება სწორი, დრო ვხარჯოთ ადამიანურ კონფრონტაციებში. უმრავლესობაში არის ძალიან მუშა, ინტენსიური კანონშემოქმედებითი პროცესი, ხედავთ, ივლისის ბოლოა და პარლამენტი ისევ მუშაობს.." – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

Comments
Loading...