12 ივლისს, ს.ს "ქართული ლუდის კომპანია", ახალი ბრენდის "ზედაზენი კრაფტი" – ის პრეზენტაციას გამართავს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ზედაზენი" ავრცელებს.
სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ წარმოების პროცესს და დააგემოვნონ პირველი ბოთლში ჩამოსხმული კრაფტ ლუდი.
"ზედაზენი კრაფტი" გაყიდვაში ხვალიდან ჩაეშვება და დახლებზე 0,33ლ, 0,5ლ 1,0ლ, 2.0ლ და 2,5 ლიტრიანი შეფუთვით იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 12 ივლისი, 17:00 საათი; ღონისძიების ჩატარების ადგილი: მცხეთა, სოფ.საგურამო, ს.ს. "ქართული ლუდის კომპანია".