"ერთობა-ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში მერობის კანდიდატი ზვიად ბაღდავაძე წარადგინა. ზვიად ბაღდავაძის თქმით, ის არის ძლიერი გუნდის წევრი, რომელთან ერთადაც გამარჯვებას შეძლებს.
"მე მინდა წარმოგიდგინოთ გუნდი, რომელიც ჩემთან ერთად იმუშავებს, ისინი ჩვენი უბნების მაჟროტარები იქნებიან. მათ იციან თითოეული უბნის პრობლემა, თითოეული ოჯახის გასაჭირი. ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ ამ საკითხებზე და პრობლემებზე და გამარჯვების შემთხვევაშიაუცილებლად მოვაგვარებთ იმ პრობლემებს, რომელიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს. თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ფუნქცია ცხოვრებაში, უფუნქციო ადამიანი არასრულყოფილი ადამიანია.
არ აქვს მნიშნველობა რამდენი წლის არის, სიბერე არის შინაგანი განწყობა. ნელსონ მანდელა 96 წლის ასაკში გარდაიცვალა და ის იყო მარად ახალგაზრდა, რადგან მას ჰქონდა დიდი იდეა და დიდი ფუნქცია ჰქონდა მოფიქრებული თავისი ხალხისთვის და ამისთვის იბრძოდა. ის 27 წელი იჯდა ციხეში, დაიმახსოვრეთ ეს ციფირი და არჩევნებზე ხმა მიეცით 27 ნომერს", – განაცხადა ზვიად ბაღდავაძემ.