"სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველოს" წევრი, თამთა შამათავა, თბილისში ჰაერის დაბინძურების საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს.
"ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით, საქართველო პირველ ადგილზეა. ეს არის საგანგაშო სტატიტიკა და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას. ჩავატარეთ კვლევა, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ჰაერის დაბინძურების ინდექსით, თბილისი 473-ე ადგილზეა, მსოფლიო წამყვან ქალაქებსა და დედაქალაებს შორის. სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქს ხშირად მომაკვდინებელ ქალაქსაც უწოდებენ. ყველაზე მწვავე პრობლემა დედაქალაქში ავტომობილების გამონაბოლქვია. საწვავის ხარიხსის კონტორილის უგულებელყოფას, ძველი ავტომობილების სიმრავლეს, შემცირებულ რეკრეაციულ ზონებსა და გაჩეხილ ხეებს ფატალურ შედეგებამდე მივყავართ. საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვცდილობთ არსებული რეალობის შეცვლას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. შეგვიძლია მარტივად ვიხელმძღვანელოთ, ევროპის რომელიმე წამყვანი ქვეყნის მაგალითით", – განაცხადა თამთა შამათავამ.
მისივე თქმით, "ახალი საქართველო" მზადაა, დედაქალაქის მერიასა და საკრებულოს, წარუდგინოს დამუშვებული გეგმა, როგორ გახდეს თბილისის ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი და გაჯანსაღდეს გარემო.
შეგახსენებთ, „სამოქალაქო პლატფორმა- ახალმა საქართველომ“ რამდენიმე კვირის წინ, თბილისის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. დაკომპლექტდა რამდენიმე სამუშო ჯგუფი. 1 კვირაში, სემუშავებული გეგმა, საჯაროდ წარედგინება დედაქალაქის მერიასა და საკრებულოს.