საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას „თბილისის დებატების სკოლაში“, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურს დაეუფლოს დებატების ტექნიკას და კამათის ხელოვნებას, შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის Facebook გვერდზე shorturl.at/dqzQ3
„თბილისის დებატების სკოლაში“ მიიღებიან მოსწავლეები 13 წლიდან, რომლებსაც ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობასა, კონკურსსა თუ ტურნირში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დებატების სკოლა დაიწყებს აქტიურ მუშაობას ოქტომბრიდან და მისი პირველი კურსი გაგრძელდება 8 თვის განმავლობაში. სისტემატიური 2-საათიანი მეცადინეობები ჩატარდება ყოველკვირეულად.