თბილისი-რუსთავის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ADB-ის დაფინანსებით ხორციელდება

70

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისი-რუსთავის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას "მაესტრო" ავრცელებს.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 119 მილიონი ლარია.

მეორე მონაკვეთის 800-მეტრიანი ნაწილის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.

აღნიშნული მონაკვეთი ინდუსტრიულ ზონას წარმოადგენს და სამშენებლო არეალი უახლოესი მრავალსართულიანი სახლებიდან დაშორებულია 120 მეტრით. თბილისი-რუსთავის გზა მეზობელი აზერბაიჯანის საზღვარს უკავშირდება და მისი მოდერნიზაცია მნიშვნელოვანია სატრანსპორტო თვალსაზრისით.

Comments
Loading...