თბილისში, „სულთან ეზიდის“ ტაძარში, „ტავაფა ეზიდის“ დღესასწაული აღინიშნება

16

2022 წლის 12 ივნისს, 14:00 საათზე თბილისის „სულთან ეზიდის“ ტაძარში აღინიშნება „ტავაფა ეზიდის“ დღესასწაული და საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს 10 წლის საიუბილეო ზეიმი!

ტავაფა ეზიდი – ეზიდების ტაძრისადმი მიძღვნილი სატაძრო დღესასწაულია, რომლის დროსაც სასულიერო პირები აღავლენენ სადღესასწაულო ლოცვას და ატარებენ უძველეს რელიგიურ მსახურებას.

რელიგიური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გაიმართება საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს 10 წლის იუბილეს მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

ტავაფა ეზიდის სადღესასწაულო ცერემონიალის დასკვნით ნაწილში, თემის სტუმრებისათვის მოეწყობა საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრებიან გამოჩენილი საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეები, სხვადასხვა დიპლომატიური მისიების წევრები და საქართველოში მოღვაწე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები.

მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი. ვიქტორ კუპრაძის N60.

საკონტაქტო პირი: მიხეილ ლაზგინიანი; +995 595 22 77 82.

Comments
Loading...