თბილისში უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები გროვდება

13

თბილისის მერიის ინიციატივით, უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები გროვდება.

ბელიაშვილის N5-ში არსებული საწყობიდან 50 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესი დაიწყო. გარდა ამისა, პროდუქტით და სხვა ნივთებით საჭიროებისამებრ უზრუნველყოფილი იქნებიან თბილისში მყოფი უკრაინის მოქალაქეები. მათთვის ჰუმანიტარული დახმარების დახარისხების და მიწოდების პროცესში ვაკის და სხვა რაიონების თანამშრომლები არიან ჩართულები.

ვაკის რაიონში, ამჟამად, 50-მდე უკრაინის მოქალაქეა განთავსებული.

Comments
Loading...