2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების დეპოზიტების მოცულობა 7,4%-ით გაიზარდა. შსაბამისს მონაცემებს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
მნიშველოვნადაა გაზრდილი ეროვნული ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა (17.2%), მაშინ როცა უცხოური ვალუტით დეპოზიტები გაზრდილია მხოლოდ 3.7%-ით.
ეროვნული ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი დიდი მერყეობით ხასიათდება, უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთთან შედარებით. 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული და უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა შემცირებულია (-1.2 პროცენტული პუნქტი) და 5.8 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ეროვნული ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი, საშუალოდ, 8.8%-ს, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების საპროცენტო განაკვეთი კი 3.0%-ს შეადგენს.