“თეგეტა მოტორსის” ახალი შეთავაზება

621

თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ ავტომობილზე, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ აქციას, პრემიუმ კლასის Motul-ის და Mobil-ის  ბრენდის ძრავის ზეთებზე. აქციის ფარგლებში, მომხმარებელს  4 ლიტრი და მეტი Motul-ის ან Mobil-ის საავტომობილო ძრავის ზეთის შეძენისას, საჩუქრად გადაეცემა „თეგეტა მოტორსში“  შეძენილი ძრავის, ჰაერის, სალონისდა საწვავის ფილტრების უფასო შეცვლის სერვისი. ასევე მოქმედებს 20%-მდე ქეშბექის აქცია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს ნებისმიერი თანხის შენაძენზე „თეგეტამოტორსის“ ლოიალობის ბარათზე 20%-მდე თანხა დაუბრუნდება ქულების სახით.

აქცია მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, რუხისა და თელავის სერვის ცენტრებში, როგორცერთიანი გადახდისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში.

Motul-ისა და Mobil-ის   ძრავის ზეთები აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, პრემიუმ ხარისხს და წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენიავტომობილისთვის. „თეგეტა მოტორსი“  Motul-ისა და Mobil-ის  საცხებ-საპოხი მასალების ოფიციალური დილერა საქართველოში.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.  „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოშიწამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა ბრენდების  მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

Comments
Loading...