“თეგეტა მოტორსი” “HUNTER”-ის ბრენდის ექსკლუზიური დილერი გახდა საქართველოში

426

"თეგეტა მოტორსმა" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ამერიკულ ბრენდ "HUNTER"-თან და გახდა მისი ექსკლუზიური დილერი საქართველოში", – აღნიშნულის შესახებ განცხადებას "თეგეტა მოტორსი" ავრცელებს.

"კომპანია "HUNTER"-ს 70 წლიანი ისტორია აქვს, იგი ცნობილია როგორც ლიდერი და ტექნოლოგიური ინოვატორი სავალი ნაწილის სერვისის დანადგარების სფეროში. "HUNTER"-ი აწარმოებს შემდეგი ტიპის დანადგარებს : თვლების დაყენების კუთხეების შესამოწმებელი დანადგარები, საბურავების ბალანსირების და დაშლა-აწყობის დანადგარები, სამუხრუჭე დისკების საჩარხი სტენდები და პლატფორმა ამწეები. დღეიდან "თეგეტა მოტორსში" თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველა აღნიშნული დანადგარი და ისარგებლოთ 2 წლიანი გარანტიით.

"თეგეტა მოტორსი" უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. "თეგეტა მოტორსი" არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში", – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...