თელავში რეგიონალური ინოვაციების ჰაბი გაიხსნება

382
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და თვითმმართველ ქალაქ თელავის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ მოაწერეს.
 
მემორანდუმის თანახმად,  თელავში, რუსთაველის  №11 მდებარე შენობაში ინოვაციების ცენტრი მოეწყობა. ასევე, რეგიონში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში სტარტაპების გენერირების და სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა იგეგმება.
 
ღონისძიება კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი და კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ შაოშვილი ესწრებოდნენ.
Comments
Loading...