თეონა ჭალიძე: მერიას გააჩნია სახსრები, დააკმაყოფილოს უფასო სასადილოების რიგში მყოფი ადამიანები

449

"ახალი საქართველოს" სათათბიროს წევრმა, თეონა ჭალიძემ  დედაქალაქში არსებული სოციალური მდგომარეობის შესახებ, კვლევის შედეგები შეაჯამა და  პარტიის ოფისში პრეზენტაცია გამართა.

"კვლევა მაისის თვეში ჩატარდა. ჩვენ გავასაჯაროვეთ  შედეგებიც. მას შემდეგ ველოდებიტ რეაგირებას დედაქალაქის მერიის მხრიდან, რომ მოხდეს ამ ადამიანების დაკმაყოფილება. უფასო სასადილოების რიგში დღეს 7030 ადამიანია. მათი მოთხოვნა, დღმდე არ დაკმაყოფილებულა. თბილისის მერიას ნამდვილად არ აქვს იმის გასაჭირი, ამ ადამიანებს ვერ მიხედოს და ვერ უზრუნველყოს მათი ყოველდღიური კვება", – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

"ახალი საქართველოს" მიერ გასაჯაროებული  კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ 94 410 ადამიანი თბილისში არის სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე. აქედან 31 243 ბავშვია. 39251 ბენეფიციარი იკვებება უფასო სასდილოში,7030 მოქალაქეზე მეტი კი ერთ წელზე მეტია ელოდება რიგს. პარტიაში განმარტავენ, რომ იმ 7030 ადამიანის  გამოკვება, რომელიც რიგს ელოდება,  მერიას, ერთი წლის განმავლობაში დაუჯდებოდა 3 მილიონ 227 821 ლარი, რაც ბიუჯეტისთვის მინიმალური ხარჯია და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

"ახალი საქართველოს" წევრებმა, ასევე აღნიშნეს, ტელე და ინტერნეტ რეკლამებისთვის დედაქალაქის მერიის საბიუჯეტო სახსრებიდან, მხოლოდ  მარტსა და აპრილში 411 ათასი  ლარის რეკლამა შეისყიდა. გარე რეკლამის ბანერებისთვის კი 97400  ლარი გადაიხადა. 

ასევე, დედაქალაქის მერიას, ბალახის მწვანე გაზონის მოწყობა და მეტროსადგურ ავლაბარის ფასადზე ვერტიკალური კედლის აღდგენა, პატრონობა (კედელი დაფარულია სხვადასხვა სახის მცენარეებით)  320 200 ლარი უჯდება. 

სხვადასხვა ღონისძიებებზე გამოსაყენებელ ფოიერვერკებში მერიამ  78 941 ლარი გადაიხადა.

შეგახსენებთ, "ახალი საქართველო" თბილისის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას განაგრძობს. ღია ქოლის პრინციპით შეირჩა ასობით ადამიანი, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ერთ კვირაში, "სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო" დედაქალაქის მერიასა და საკრებულოს შესთავაზებს კონკრეტული პრობლემების გადაჭრის სრულიად ახლებურ და ინოვაციურ ხედვებს.

Comments
Loading...